ფეხბურთი

18:09 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი “ომონიადან” წავიდა და “ნეა სალამინაში” ითამაშებს

შოთა გრიგალაშვილმა კვიპროსის საფეხბურთო პირველ დივიზიონში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე ნიქოზიის “ომონია” ოფიციალურად დატოვა.

ნიქოზიელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა და კლუბმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

28 წლის ნახევარმცველმა, რომელიც “ომონიაში” ამა წლის ზაფხულში “ანორთოსისიდან” გადავიდა, ნიქოზიელთა რიგებში 9 მატჩი ჩაატარა.

ინტერნეტპორტალ shootandgoal.com-ის ინფორმაციით, გრიგალაშვილი კარიერას “ნეა სალამინაში” გააგრძელებს.

0.133311