ფეხბურთი

17:50 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერმა ოთხეული დაგეგმა

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი პრემიერლიგაში ოთხეულში მოხვედრას უმიზნებს და მიიჩნევს, რომ მის გუნდს ამ მიზნის მიღწევა ხელეწიფება.

“ოთხეულში მოხვედრას უკვე 17 წელია ვახერხებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მიზანს ამჯერადაც მივაღწევთ.

ოთხეულისთვის “საუთჰემპტონი”, “ტოტენჰემი” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” იბრძოლებენ. ყოველთვის მჯეროდა, რომ ოთხეულში შესვლა შეგვეძლო, მაგრამ საქმე გაკეთებული ჯერ არაა.

თუ ჩვენს ბოლო თამაშებს გადავხედავთ, სტაბილურობას დავინახავთ. თუმცა, წინ “საუთჰემპტონთან” რთული თამში გველის. ასე რომ, მოდუნება არ შეიძლება.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

0.114819