ფეხბურთი

17:36 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ელ შაარავი 15 მილიონად შეაფასა

იტალიური “მილანი” მზადაა 22 წლის თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი გუნდიდან 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.

ცოტა ხნის წინათ, “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპო ინძაგიმ განაცხადა, რომ ელ შაარავი გუნდს არ დატოვებს, მაგრამ იტალიური პრესის ცნობით, მას შემდეგ, რაც მილანელებმა “ატლეტიკოდან” ალესიო ჩერჩი გადაიბირეს, 22 წლის შემტევის წასვლა გამორიცხული არაა. გავრცელებული ინფორმაციით, “მილანმა” ელ შაარავი 15 მილიონ ევროდ შეაფასა.

სტეფან ელ შაარავი “მილანში” 2011 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ის მოედანზე 12-ჯერ გამოჩნდა. ეგვიპტური ფესვების მქონე ფეხბურთელის ანგარიშზე 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

0.111066