“ლივერპულში”, ლონდონის “ჩელსისა” და “მილანში” ესპანელი თავდამსხმელის ფერნანდო ტორესის ვოიაჟი ოფიციალურად დასრულდა და ფეხბურთელი კარიერას მშობლიურ კლუბ მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია “როხიბლანკოს” ოფიციალურმა საიტმა, “თვითერის” გვერდმა და თავად ტორესმა დაადასტურეს.
“საბოლოოდ სახლში დავბრუნდი. მადლობა ყველას ვინც ჩემი ოცნება რეალობად აქცია. მოუთმენლად ველოდები “ატლეტიკოში” თამაშს.” – განაცხადა ტორესმა.
“მილანთან” მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ფერნანდო ტორესი მადრიდის “ატელტიკოში” დაბრუნდა და თავდამსხმელი წელიწადნახევრიანი იჯარით ჩვენ გუნდში ითამაშებს. ოფიციალურ ხელშეკრულებას ექიმის დასტური აკლია და საბოლოოდ ტრანსფერი 5 იანვარს გაფორმდება.” – ნათქვამია “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდის განცხადებაში.
ტორესის იჯარაში მადრიდელებმა ალესიო ჩერჩი ჩართეს. იტალიელი მილანში სავარაუდოდ სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს 30 დეკემბერს გაივლის და ხელშეკრულებასაც გააფორმებს.