ჩოგბურთი

14:50 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა წელი საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2014 წელი კარიერის საუკეთესო მაჩვენებლით დაასრულა. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილი 4 ადგილით დაწინაურდა და 293 ქულით 178-ე პოზიციაზეა.

წლის დასკვნით კლასიფიკაციაში კიდევ 5 ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა: 543 (544). ალექსანდრე მეტრეველი – 59 ქულა; 866 (867). გიორგი ცივაძე – 18; 1225 (1231). გიორგი ჯავახიშვილი – 6; 1421 (1422). ალექსანდრე ბაკში – 3; 1727 (1724). ირაკლი მეტრეველი – 1;

წელი 211 ქულით და 227-ე პოზიციაზე დაასრულა ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ. ცნობისთვის, სოფო კარიერის უმაღლეს ნიშნულზე სექტემბერში იყო, როდესაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 186-ე ადგილს უწია.

დანარჩენ ქართველ ჩოგბურთელთა მდგომარეობა ასეთია: 329 (327). ეკატერინე გორგოძე – 106 ქულა; 431 (433). სოფო ქვაცაბაია – 68; 527 (530). ოქსანა კალაშნიკოვა – 46; 702 (701). მარიამ ბოლქვაძე – 24; 884 (886). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 13; 1115 (1116). თამარ კუტუბიძე – 5; 1209 (1210). თამარ ჭალაგანიძე – 3;

0.104719