ფეხბურთი

14:33 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” თურქეთში შეკრება დაგეგმა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის “ა” ჯგუფის ლიდერი “საბურთალო” მეორე წრისთვის 15 დეკემბრიდან სპორტკომპლექს “არენაში” ემზადება, ხოლო კვირას თავის მოედანზე ივარჯიშა.

ორშაბათიდან საბურთალოელებმა კვლავ “არენაში” გადაინაცვლეს. მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი შეგირდებს 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს დაასვენებს, 3 იანვრიდან კი, გუნდი წვრთნას კვლავ ხსენებულ სპორტკომპლექსში შეუდგება.

“საბურთალოს” ფეხბურთელები 16-17 იანვარს სამედიცინო შემოწმებას გავლიან. 24 და 30 იანვარს თბილისელები ამხანაგური მატჩების ჩატარებას გეგმავენ.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 1 თებერვალს “საბურთალო” თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 15 დღე დაჰყოფს. 3, 6, 9, 12 და 15 თებერვალს ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ.

პირველი სპარინგი ბულგარეთის “ბეროესთან” ექნებათ, ხოლო დანარჩენი მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

პირველი წრის შემდეგ “საბურთალოს” 47 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ “ჭიათურას” 12 ქულით ასწრებს.

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111294