ჭადრაკი

14:19 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფინიშამდე 2 ტურით ადრე

ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე მოთამაშე ქართველთაგან, 7 ტურის თავზე, საუკეთესო მაჩვენებელი შოთა აზალაძეს გააჩნია, რომელსაც 5.0 ქულით მე-14 ადგილი უკავია.

გასულ ტურში აზალაძე თეთრი ფიგურებით ესპანელ დანიელ ალსინა ლეალს (2540) დაუზავდა, შემდეგი პარტია კი შავებით იტალიელ დანიელე ვოკატუროსთან (2590) ელის.

4.5 ქულით 21-ე პოზიციაზე იმყოფება დავით ლობჟანიძე (2433), რომელმაც ყაიმი ისრაელის წარმომადგენელ მარკ ბერკოვიჩთან (2362) გააფორმა. რაც შეეხება ალექსანდრე ებრალიძეს (2128), მან შავი ფიგურებით იოჩანან აფეკთან (ისრაელი, 2285) წააგო და 3.0 ქულით 75-ე ადგილამდე დაქვეითდა.

მე-8 ტურში ლობჟანიძე შავებით თურქ დემრე კერიგანთან (2277) ითამაშებს, ებრალიძე კი თეთრებით ჰოლანდიელ ვიმ ჰეემსკერკს (2169) დაუპირისპირდება.

გრინინგენის ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი გერმანელი ალექსანდერ დონჩენკოა (2523), რომლის აქტივშიც 6.0 ქულაა.

შეჯიბრი 9 ტურად მიმდინარეობს და 30 დეკემბერს დასრულდება.

0.115855