თამაშგარე

13:44 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალუმ იოგას მიმართა

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და ბერლინის “ჰერტას” თავდამსხმელი სალომონ კალუ საშოაბაო არდადეგებს ნიუ იორკში მშვენივრად ატარებს. ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი რაიან გიგზის და დანიელ სტარიჯის კვალს გაჰყვა და სავარჯიშო პროგრამას იოგაც წაამატა.

ფოტოზე კარგად ჩანს თუ თუ როგორ ვარჯიშობს კალუ იოგას სპეციალისტ კალი ალისასთან. ეს ქალბატონი უკვე რამდენიმე დღეა კალუს და მის უფროს ძმას გაკვეთილებს უტარებს და აფრიკელებიც იოგას ხელოვნებას ეუფლებიან.

მორიგი მატჩი “ჰერტას” 2 იანვარს “ვერდერის” წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი და კოტდივუარელიც ფორმას ინარჩუნებს. მიმდინარე სეზონში კალუმ 17 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

0.153392