ფეხბურთი

13:20 | 29.12.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: ტორესი მადრიდში დაბრუნდა

ფერნანდო ტორესის სატრანსფერო საგა, როგორც იქნა დასრულდა. ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი “ვისენტე კალდერონზე” წელიწადნახევრიანი იჯარით ითამაშებს.

ფერნანდო ტორესი მიმდინარე სეზონის წინ ლონდონის “ჩელსიდან” იტალიურ “მილანში” საიჯარო ხელშეკრულებით ჩაირიცხა, თუმცა “როსონერის” მხოლოდ ერთი გოლით შეეწია. მართალია მილანელები ცოტა ხნის წინ მას სრულფასოვან კონტრაქტზე შეუთანხმდნენ, მაგრამ საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, “ატლეტიკოში” გაანათხოვრეს. თავის მხრივ, ესპანეთის ჩემპიონიდან “მილანში” იტალიელი ალესიო ჩერჩი გადაბარგდება.

ფერნანდო ტორესი “ატლეტიკოს” სკოლის აღზრდილია და კლუბში 2001-2007 წლებში ასპარეზობდა. “ელ ნინიო” მადრიდელთა ისტორიაში გუნდის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი იყო.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:34 | 21.01.2018
samtrediel (8001)

მიუნხენში რაღაც პანგერმანული მოძრაობის მსგავსს იწყებენ მგონი.ალბათ ული ჰიონესს ბისმარკის სული გამოეცხადა სიზმარში და უთხრა - გაყარე ეგ გაუჩოები და ნამდვილი გერმანული ვაგენი შევქმნათო. D

15:19 | 21.01.2018
KoRBeN DaLLaS (24841)

ხო, დაუბრუნდებიან ფესვებს. ამ რამდენიმე წლიანი "სამხრეთული" პერიოდიდანაც საუკეთესოს შეინარჩუნებენ და კლასიკურ გერმანულ სტილს კიდევ უფრო გაამდიდრებენ.
ჭკვიანი ხალხია ნემცები

14:46 | 21.01.2018
BEERTRANCE (97819)

სწორიც არის მერე, ბავარია სხვაგვარად ვერ გაქაჩავს.

22:38 | 20.01.2018
dgk (32)

რეკორდმაინტერი

22:04 | 20.01.2018
middlesbro (691)

ტიაგო ან ვიდალი მაჩესტერში!

00:34 | 21.01.2018
deqstera_best_7 (1964)

ალკანტარა მაგრად მინდა მანჩესტერში, მაგრამ მგონია რომ თუ შეძლეს რაბიო უფრო მოუხდება იუნაიტედის ცენტრს პოგბასთან წყვილში..

13:36 | 21.01.2018
alcantara___ (13618)

შენ არ იყავი მატა ჯობია ტიაგოსო? როცა ბაიერნში გადადიოდა და მანჩესტერზეც იწერებოდა გაა**მევინეთო შენ არ წერდი? რად გვინდა იუნაიტედშიო. მხითარიანები და ფელაინები ხო გყავთ,რად გინდათ ტიაგო

21:54 | 20.01.2018
mushni (93569)

პანკა დარჩება გუნდში..რუდის ამოარტყამენ

21:09 | 20.01.2018
ogafa (10211)

შეუყენეს წყალი

0.067672