გერმანული “ლევერკუზენის” 24 წლის ნახევარმცველმა კარიმ ბელარაბიმ “ფარმაცევტებთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე დაიწერა.
კარიმ ბელარაბი “ბაიერში” 2011 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონს კი განსაკუთრებით წარმატებულად ატარებს. ბუნდესლიგის 17 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ დალაშქრა.