ფეხბურთი

12:16 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩერჩი სამშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის

“სქაი სპორტის” ინფორმაციით, მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ალესიო ჩერჩი სამშაბათს მილანში ჩაფრინდება და სამედიციონო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც “როსონერისთან” 18-თვიან საიჯარო კონტრაქტს გააფორმებს. იმავე გამოცემის ვარაუდით, “ტორინოს” ყოფილი ფეხბურთელი “მილანელოზე” პირველ ვარჯიშს 2 იანვარს ჩაატარებს, ხოლო ფილიპო ინძაგის განკარგულებაში სერია ა-ს მე-17 ტურში “სასუოლოს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში იქნება.

ბოლო დღეებში აქტიური საუბარი მიმდინარეობს ალესიო ჩერჩისა და ფერნანდო ტორესის ბარტერის შესახებ. როგორც ჩანს, ყველაფერს ნათელი უახლოეს ხანში მოეფინება.

0.112076