ფეხბურთი

11:13 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” “ვესტ ჰემის” მცველს შეიძენს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალი” მზადაა “ვესტ ჰემის” მცველ ახალზელანდიელ უინსტონ რიდში 4 მილიონ გირვანქა გადაიხადოს. აღნიშნული ტრანსფერი დიდი ალბათობით ზამთარში განხორციელდება.

რეიდს ლონდონელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. “ვესტ ჰემს” ფეხბურთელისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივება სურდა, თუმცა 26 წლის მცველი კვირაში ანაზღაურების სახით 60 000 გირვანქას ითხოვს, რასაც ლონდონელები ვერ აკმაყოფილებენ.

“ჩაქუჩები” სავარაუდოდ ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაყიდიან, რადგან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ მცველი სხვა კლუბში უფასოდ გადაბარგდება. შესაბამისად ინტერესი “მეთოფეთა” მხრიდან დიდია და რიდის “არსენალის” მაისურის მორგების ალბათობა პროცენტულად იზრდება.

მიმდინარე სეზონში ახალზელანდიელმა მცველმა 19 მატჩი ჩაატარა და პირად აქტივს ერთი გატანილი გოლიც შემატა. რიდი მოედანზე საშუალოდ 88 წუთს ატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114762