კალათბურთი

1:11 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძემ ლა კორუნიელებს 8 ქულით ულიდერა

ბექა ბურჯანაძემ “ლეიმა ბასკეტ კორუნას” მაისურით გამართულ მორიგ მატჩში 8 ქულა ჩააგდო, თუმცა, მის გუნდს ისეთი მწირქულიანი თამაში ჰქონდა, თავისიანებს შორის მაინც ყველაზე შედეგიანი იყო.

ლა კორუნიელები “კუესოს სერატო პალენსიას” ესტუმრნენ და 46:64 დამარცხდნენ, ქართველი ცენტრი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 8 ქულას 3 მოხსნა წაამატა.

ბექამ 6-დან 2 სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა 6 მოგების წილ მე-8 მარცხი განიცადა და 15-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილი უკავია. 4 იანვარს “ლეიმა ბასკეტ კორუნა” “ლეიდას” ესტუმრება.

0.115282