როგორც ინგლისური პრესა იუწყება, “ვესტ ჰემის” არგენტინელი ფორვარდი მაურო ზარატე შესაძლოა იჯარის წესით სხვა გუნდში გადავიდეს. არგენტინელისადმი ინტერესს “სანდერლენდი” და “ტოტენჰემი” აცხადებენ.
27 წლის მოთამაშემ “ჩაქუჩებთან” სამწლიანი კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა, თუმცა მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის, რაც სხვა გუნდში წასვლის მთავარი მიზეზია.
რომის “ლაციოს” ყოფილმა ფორვარდმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა. ზარატემ კარიერის საუკეთესო წლები სწორედ რომაულ კლუბში გაატარა.