იტალიის რანგით მე-3 დივიზიონში მოთამაშე გიგა ჯანელიძის “როზეტო შარკსმა” მცირე სენსაცია მოახდინა. ქართველი კალათბურთელის გუნდი, რომელიც გასულ ტურამდე ბოლო ადგილზე იყო, ლიდერ “რავენას” დაუპირისპირდა და 62:56 იმარჯვა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 22:53 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ჯანელიძემ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
როზეტოელებმა 9 მარცხის წილ მე-5 გამარჯვება იზეიმეს და 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფებიან. ჯანელიძის კლუბს მომდევნო მატჩი 4 იანვარს, სტუმრად, “ლენიანოსთან” ელის.