სხვა

19:55 | 10.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

48 წლის ჰოლიფილდი ტიტულის დაბრუნებაზე ფიქრობს

მძიმეწონოსანი მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდი თავის მორიგ ბრძოლას ხუთ ნოემბერს გამართავს. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, რომელსაც 19 ოქტომბერს 48 წელი უსრულდება, რინგზე 37 წლის ბაჰამელ შერმან უილიამსს დაუპირისპირდება. ჰოლიფილდის ინტერესების დამცველი მენეჯერის, კენ სანდერსის მიერ გამოცემა Boxingscene.com-ისთვის მიცემული კომენტარის თანახმად, ამ შეხვედრის თაობაზე ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ეს უკვე ფორმალობაა. მხარეები დეტალების დასაზუსტებლად და საქმისთვის წერტილის დასასმელად უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს.
სანდერსის აზრით, ჰოლიფილდი ამ ბრძოლის მოგების შემთხვევაში, WBC-ის (მსოფლიოს კრივის კავშირის) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოსთან სატიტულო შეხვედრის ჩატარების უფლებას მიიღებს.
ევანდერ ჰოლიფილდს პროფესიულ რინგზე 55 ბრძოლა აქვს ჩატარებული. აქედან 43-ში იმარჯვა (28-ჯერ ნოკაუტით), 10-ში წააგო, 2-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა. ბოლოს ამერიკელმა მძიმეწონოსანმა 2010 წლის აპრილში იჩხუბა - სამხრეთაფრიკელი ფრანსუა ბოტა ნოკაუტით დაამარცხა. უილიამსმა კი 47 შეხვედრიდან 34 მოიგო და აქვე ერთი საინტერესო დეტალიც – ბაჰამელმა მოკრივემ ბოლო 10 ჩატარებული ბრძოლიდან მხოლოდ ერთში ვერ შეძლო მეტოქის ძლევა.
ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093187