კალათბურთი

23:26 | 28.12.2014 | ნანახია 616 - ჯერ

სანაძის “სან დიეგომ” სეზონი მარცხით გახსნა

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” სეზონისწინა მატჩები მოითავა და პირველ ოფიციალურ შეხვედრაში “პორტლენდთან” 58:61 წააგო.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 16 წუთი დაჰყო და გუნდს 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. სანაძემ 5-დან 2 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

სან დიეგოლები მომდევნო მატჩს ისევ შინ, 29 დეკემბერს, “გონზაგასთან” ჩაატარებენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121026
სარეკლამო ადგილი - 99
X x X