კალათბურთი

20:29 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამარ ოდომი “ბილბაოში” ითამაშებს

ნბა-ს ორგზის ჩემპიონი, 35 წლის ამერიკელი ლამარ ოდომი კარიერას ესპანურ “ბილბაოში” განაგრძობს. ოდომი თავისუფალი აგენტი იყო მას შემდეგ, რაც “ლაბორალ კუჩა” დატოვა.

ამერიკელმა კალათბურთელმა NBA-ში 14 სეზონი გაატარა. მისი მონაგარი ერთ მატჩში საშუალოდ 13.3 ქულა, 8.4 მოხსნა და 3.7 პასი იყო. ის ნბა-ს ორგზის ჩემპიონია (“ლეიკერსი” - 2009, 2010 წლები), 2010 წელს კი მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ერთად.

0.12306