ფეხბურთი

16:45 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთში შესაძლოა დროებითი გაძევება დაინერგოს

ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი მიშელ პლატინი უკვე აქტიურად აცხადებს, რომ ფეხბურთში “თეთრი ბარათის” დანერგვა სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

დუბაიში გამართულ საერთაშორისო პრესკონფერენციაზე უეფას თავკაცმა განაცხადა, რომ ფეხბურთმა სხვა სპორტის სახეობებს უნდა მიბაძოს და მათი ელემენტები სასიკეთოდ გადაიღოს.

“თეთრი ბარათი, ანუ დროებით გაძევება ახალი ინიციატივაა. ვინც ცუდად მოიქცევა, შესაძლებლობა ექნება, ცოტა ხნით დაისვენოს, 5 ან 10 წუთით. თეთრი ბარათით ფეხბურთელი დისკვალიფიკაციას არ მიიღებს, აგრეთვე იარსებებს ყვითელი ბარათი. ვფიქრობ სხვა სპორტის სახეობებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, მაგალითად რაგბიში ეს სისტემა წარმატებულად გამოიყენება.” - განაცხადა პლატინიმ.

საინტერესო იქნება ამ ბარათის გამოყენება ფეხბურთში. მთელი მატჩის განმავლობაში არა ერთი ან ორი, შესაძლოა რამდენიმე თეთრი ბარათიც ვიხილოთ და ფეხბურთელებს უფრო ფრთხილად მოუწევთ თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063533