ლონდონის “არსენალმა” 26 დეკემბერს შინ “ქუინზ პარკ რეინჯერსი” პრემიერლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. აღნიშნული გამარჯვება არსენ ვენგერისთვის “მეთოფეთა” თავკაცობის პერიოდში მე-600 გამოდგა, ხოლო პრემიერლიგაში მისი წინამძღოლობით “არსენალმა” მე-400 შეხვედრაში იმარჯვა. ფრანგი ლონდონელებს 1996 წლიდან წვრთნის.
პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვება “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს აქვს. შოტლანდიელის ეპოქის დროს ინგლისის ჩემპიონატში “წითელმა ეშმაკებმა” 810 შეხვედრა ჩაატარეს, აქედან მეტოქე 528 შეხვედრაში დაამწუხრეს, 168 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 114 დაპირისპირებაში მარცხი განიცადეს.
მეორე ადგილზე მოგებათა მხრივ ზემოთ ნახსენები არსენ ვენგერია. 694 შეხვედრაში ფრანგის გუნდმა 400 მათგანში იმარჯვა, 173 მატჩში ქულა მეტოქესთან გაიყო, ხოლო 121 შეხვედრაში მარცხი განიცადა.
აქვე გაგაცნობთ DailyMail-ის მიერ მომზადებულ პრემიერლიგის მწვრთნელთა ტოპ-ათეულს ინგლისის ჩემპიონატში მოგებული მატჩების მიხედვით.
ალექს ფერგიუსონი – 810 მატჩი - 528 მოგება – 168 ფრე – 114 წაგება
არსენ ვენგერი - 694 მატჩი - 400 მოგება – 173 ფრე – 121 წაგება
ჰარი რედნაპი – 636 მატჩი – 236 მოგება – 165 ფრე – 235 წაგება
დევიდ მოიესი – 461 მატჩი – 190 მოგება – 129 ფრე – 142 წაგება
სემ ელერდაისი – 417 მატჩი – 145 მოგება – 113 ფრე - 159 წაგება
რაფაელ ბენიტესი – 254 მატჩი – 141 მოგება – 61 ფრე – 52 წაგება
მარტინ ონილი – 359 მატჩი – 130 მოგება – 115 ფრე – 114 წაგება
ჟოზე მოურინიო – 176 მატჩი – 124 მოგება – 35 ფრე – 17 წაგება
ჟერარ ულიე – 249 მატჩი – 118 მოგება – 65 ფრე – 66 წაგება
კევინ კიგანი – 267 მატჩი – 116 მოგება – 65 ფრე – 86 წაგება