ფეხბურთი

15:10 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პალოსკი შესაძლოა  “ფიორენტინაში” გადავიდეს

“კიევოს” ფორვარდმა ალბერტო პალოსკიმ, შესაძლოა, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ფლორენციას მიაშუროს.

მარიო გომესისა (10 მატჩი, 1 გოლი) და ჯუზეპე როსის (არცერთი მატჩი სერია A-ს მიმდინარე სეზონში) რეგულარული ტრავმების ფონზე, “ფიორენტინას” მენეჯმენტს სურს, რომ თავი დაიზღვიოს და იანვრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური თავდამსხმელი იყიდოს.

La Nazione-ს მტკიცებით, ყველაზე რეალურ კანდიდატურად ფლორენციელები განიხილავენ “კიევოს” 24 წლის თავდამსხმელს, რომლის კონტრაქტიც ვერონელებმა “მილანისგან” გასულ ზაფხულს გამოისყიდეს. პალოსკიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.113045