“ბარსელონას” ნახევარმცველმა ალექს სონგმა, რომელიც “ვესტ ჰემშია” განათხოვრებული, განაცხადა, რომ “არსენალში უნდა დაბრუნება.
“მინდა უკან, “არსენალში” დავბრუნდე სეზონის შემდეგ, მაგრამ ვიცი, რომ კლუბს არ ვუნდივარ. ასეთია ცხოვრება და ნაწყენი არ ვარ. სესკ ფაბრეგასსაც უნდა “არსენალში” დაბრუნება, მაგრამ ლონდონურ კლუბს არც ესპანელი სურს, რაც ჩემთვის სურპრიზია, რადგან ფაბრეგასი ძალიან კარგ ფორმაშია. ვუყურებ “ჩელსიში” მის თამაშს - ის ადრინდელთან შედარებით ბევრად უკეთესად თამაშობს”- სონგის სიტყვებს Fოოტბალლ Nეწს Fრანცე ციტირებს.
კამერუნელი ალექს სონგი “არსენალში” 2006-დან 2012 წლამდე თამაშობდა 138 მატჩში 7 გოლი გაიტანა.