პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 2003 წელს ლისაბონის “სპორტინგიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა. ირკვევა, რომ იმ დროისთვის ფეხბურთელის შეძენას “ბირმინგემიც” ცდილობდა და ტრანსფერი ჩაშლილა.
“ბირმინგემის” ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად “ვესტ ჰემის” მფლობელი დევიდ სალივანი აღნიშნავს, რომ რონალდუს ტრანსფერთან ახლოს იყო, თუმცა პორტუგალიელმა “წითელი ეშმაკების” რიგებში თამაში გადაწყვიტა.
“სანამ რონალდუ “მანჩესტერში” წავიდოდა, ჩვენ იგი 6 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ მოვითხოვეთ, თუმცა მან “იუნაიტედი” არჩია. ეს იყო რეალური წინადადება, იმ დროისთვის 18 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი არ გახლდათ.” – განაცხადა სალივანმა.
რონალდუ არც შემცდარა. შესაძლოა “ბირმინგემში” მისი კარიერა ისე არ წარმართულიყო, როგორც “მანჩესტერში”. “იუნაიტედის” რიგებში პორტუგალიელმა 6 სეზონი გაატარა, პრემიერლიგა სამჯერ მოიგო, ხოლო თითოჯერ ინგლისისა და ჩემპიონთა თასები აღმართა.
2009 წელს მადეირელი მადრიდის “რეალში” იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის მონაწილე გახდა. სამეფო კლუბმა რონალდუს სანაცვლოდ 80 მილიონი გირვანქა გადაიხადა.
მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ამ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 32 გოლი და 16-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.