კალათბურთი

13:42 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტი” დასავლეთში ერთპიროვნულად ლიდერობს

გამთენიისას ნაციონალ საკალათბურთო ასოციაციაში 10 მატჩი გაიმართა.

“კლიპერსი” შინ “ტორონტოს” დაუხვდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. გადამწყვეტი მოეთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც კანადელებმა 30:20 მოიგეს და საბოლოოდ “ტორონტომ” 110:98 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მექულე “ტორონტოს” გამთამშებელი კაილ ლოური გახლდათ - 25.

“მაიამი” შინ “მემფის გრიზლისთან” 95:103 დამარცხდა. მემფისელებს ტრავმის გამო ზაკ რენდოლფი აკლდათ. თავის მხრივ, “მაიამიმ” კრის ბოში მოისაკლისა. “დათვებმა” პირველი ტაიმი 14 ქულით მოიგეს და საბოლოოდ მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. “მაიამის” კაპიტანმა დუეინ უეიფმა ულიდერა 25 ქულით. “მემფისი” დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.

“ჩიკაგო ბულზმა” საკუთარ დარბაზში “ნიუ ორლეან პელიკანსი” 7 ქულით, 107:100 დაამარცხა. “ხარები” მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყვნენ, მაგრამ სერიოზული უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ ჯიმი ბატლერისა (33 ქ.) და დერეკ როუზის (19 ქ.) წყალობით “ჩიკაგომ” სეზონში 21-ე გამარჯვება მოიპოვა.

“საკრამენტო კინგზი” “ნიუ იორკ ნიქსს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე “საკრამენტო” 8 ქულით იგებდა. მაგრამ კარმელო ენტონის წყალობით “ნიუ იორკმა” სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა. “საკრამენტო” 117: 115 იგებდა, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წამით ადრე ტიმ ჰარდევეიმ ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში “მეფეების” ფორვარდმა დემარკუს კაზინსმა ფარქვეშიდან მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო და საბოლოოდ “საკრამენტომ” “ნიუ იორკს” 135:129 მოუგო. კაზინსმა გუნდს 39 ქულა, 11 ქულა და 2 ბლოკი შესძინა. ნიუიორკელთა რიგებში საუკეთესო კარმელო ენტონი გახლდათ (36 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი)

“გოლდენ სტეიტმა” შინ “მინესოტა” 110:97 დაამარცხა. პირველი სამი პერიოდის შემდეგ ოკლენდლეები მეტოქეს 21 ქულით ამარცხებდნენ და მეოთხე პერიოდი ფორმალობაღა იყო. “მინესოტა” კორი ბრიუვერის მემფისში წასვლის შემდეგ კიდევ უფრო დასუსტდა. ტრადიციისამებრ, “გოლდენ სტეიტში” კარი და ტომპსონი გამოირჩნენ, შესბამისად 25 და 21 ქულით. “გოლდენ სტეიტს” 24 მოგება და 5 წაგება აქვს, გუნდი დასავლეთი კონფერენციის ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო “მინესოტა” ამავე კონფერენციის ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფება.

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “ტორონტო რეპტორსი” 98:110 (26:22, 23:27, 29:31, 20:30)

“კლიპერსი”: რედიკი (23 ქ.), გრიფინი (22 ქ.), კროუფორდი (20 ქ.), ბარნსი (6 ქ.), დევისი (6 ქ.), კანინგჰემი (5 ქ.), ჯორდანი (4 ქ. 20 ქ.),ბალოკი (2 ქ.)

“ტორონტო”: ლოური (25 ქ. 7 პ.), ვალანჩუნასი (22 ქ. 11 მ.), ვასკესი (16 ქ. 6 პ.), პატერსონი (9 ქ.), ჯონსონი (8 ქ.), ჯ. ჯონსონი (7 ქ.), ჰენდსბრო (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=A0nOo2mUqZI

“შარლოტ ჰორნეტსი” – “ორლანდო მეჯიქი” 94:102 (18:22, 24:30, 26:29, 26:21)

“შარლოტი”: უოლკერი (42 ქ. 7 პ.), ჯეფერსონი (14 ქ. 9 მ.), კიდ-გილჩისტერი (9 ქ.), უილიამსი (9 ქ.), ჰენდერსონი (7 ქ.), ზელერი (3 ქ.), ტობერტსონი (3 ქ.)

“ორლანდო”: ვუჩევიჩი (22 ქ. 11 მ.), ჰარისი (21 ქ. 6 მ.), ოლადიპო (13 ქ. 6 მ.), ფურნიე (12 ქ.), ფეიტონი (1 ქ.), გორდონი (11 ქ.), ფრაი (5 ქ.), დედმონი (4 ქ.), ო’ქუინი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=3PzPi8Wi6Fg

“ვაშინგტონ ვიზარდსი” – “ბოსტონ სელტიკსი” 101:88 (30:12, 26:27, 24:24, 21:25)

“ვაშინგტონი”: ჰამფრიზი (18 ქ. 9 მ.), პირსი (1 ქ.), ვოლი (12 ქ. 7 პ.), პორტერი (12 ქ.), სერაფინი (10 ქ.), ბილი (9 ქ), ბატლერი (8 ქ.), გორტატი (7 ქ. 10 მ.), ნენ (4 ქ.), მილერი (2 ქ.)

“ბოსტონი”: გრინი (23 ქ.), ოლინიკი (15 ქ. 8 მ.), სალინჯერი (12 ქ.), ტარნერი (11 ქ.), კრაუდერი (10 ქ.), ბასი (4 ქ.), ზელერი (3 ქ.), სმარტი (3 ქ.), ნელსონი (3 ქ.), ბრედლი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=sn2v4zadu78

“მაიამი ჰიტი” – “მემფის გრიზლი” 95:103 (16:27, 25:30, 28:15, 26:31)

“მაიამი”: უეიდი (25 ქ. 7 პ.), გრეინჯერი (18 ქ.), დენგი (16 ქ. 6 მ.), ანდერსონი (13 ქ.), უილიამსი (7 ქ.), ჩელმერსი (7 ქ.), კოული (7 ქ.)

“მემფისი”: კონლი (24 ქ.), გასოლი (22 ქ. 10 მ.), უდრიხი (11 ქ.), პრინსი (10 ქ.), ალენი (10 ქ.), ლი (10 ქ.), კუფოსი (6 ქ.), კარტერი (5 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=QzMDkBQKTfE

“ბრუკლინ ნეტსი” – “ინდიანა პეისერსი” 85:110 (23:22, 24:28, 18:29, 20:31)

“ბრუკლინი”: ჯეკი (22 ქ. 6 მ.), ჯონსონი (18 ქ. 6 მ. 6 პ.), კარასევი (14 ქ.), პლამლი (9 ქ. 8 მ.), ანდერსონი (7 ქ.), უილიამსი (7 ქ.), გარნეტი (6 ქ.), ჯორდანი (2 ქ.)

“ინდიანა”: სტაქეი (20 ქ. 8 პ. 6 მ.), უესტი (17 ქ. 5 მ. 5 პ.), უოტსონი (17 ქ. 9 მ. 5 პ.), სკოლა (13 ქ.), ჰილი (12 ქ. 6 მ. 5 პ.), კოუპლენდი (12 ქ.), ალენი (10 ქ.), ჰიბერტი (6 ქ.), ს. ჰილი (3 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=aZU55ukMGuU

“ჩიკაგო ბულზი” – “ნიუ ორლენა პელიკანსი” 107:100 (23:25, 26:20. 31:26, 27:29)

“ჩიკაგო”: ბატლერი (33 ქ. 5 მ.), როუზი (19 ქ.), ბრუქსი (13 ქ. 4 პ.), გიბსონი (12 ქ. 10 მ.), გასოლი (8 ქ. 9 მ.), ნოა (7 ქ. 9 მ.), მური (2 ქ.)

“ნიუ ორლეანი”: დევისი (29 ქ. 11 მ.), ევანსი (26 ქ.), ჰოლიდეი (19 ქ. 7 პ.), ანდერსონი (13 ქ.), რივერსი (7 ქ.), აშიკი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=KuOz1lEDYzs

“მილუოკი ბაქსი” – “ატლანტა ჰოუქსი” 85:90 (10:21, 27:18, 26:27, 22:24)

“მილუოკი”: მიდელტონი (21 ქ.), მაიო (12 ქ. 4 პ.), ფაჩულია (11 . 15 მ.), ნაითი (10 ქ.), ბაილესი (9 ქ. 6 პ.), დადლი (9 ქ. 5 მ.), ანტეტოკუნმპო (5 ქ. 5 მ.), მარშალი (3 ქ.)

“ატლანტა”: ტიგი (25 ქ. 7 პ.), ჰორფორდი (25 ქ. 8 მ. პ.), მილსაპი (17 ქ. 8 მ.), ქეროლი (9 ქ. 8 მ.), ეფალოშა (8 ქ. 6 მ.), კორვერი (6 ქ.), ანტიჩი (3 ქ.), სკოტი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=X9BKSjQqOb8

“იუტა ჯაზი” – “ფილადელფია” 88:71 (25:12, 19:20, 15:23, 29:16)

“იუტა”: ფეივორსი (17 ქ. 15 მ.), ბარკი (17 ქ. 4 პ.), ჰეივროდი (15 ქ. 6 მ.), ბუკერი (14 ქ.), გობერტი (4 ქ.), ჰუდი (4 ქ.), ინგლესი (2 ქ.)

“ფილადელფია”: ვროტენი (20 ქ. 6 მ.), კოვინგტონი (17 ქ. 9 მ.), სიმსი (10 ქ. 8 მ.), კარტერ-უილიამსი (8 ქ. 6 პ.), ნოელი (5 ქ. 10 მ.), მაკდენიელსი (5 ქ.), გრანტი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=3PfOsZArAeA

“საკრამენტო კინგზი” – “ნიუ იორკ ნიქსი” 135:129 (38:27, 29:31, 22:22, 28:37, ო.ტ. 18:12)

“საკრამენტო”: კაზინსი (39 ქ. 11 მ.), გეი (29 ქ.), კოლისონი (27 ქ. 10 პ.), სტაუსკასი (11 ქ.), მაკლემორი (5 ქ.), ტომპსონი (3 ქ.), უილიამსი (4 ქ.), ლენდრი (2 ქ.), კასპი (1 ქ.)

“ნიუ იორკი”: ენტონი (36 ქ. 11 მ. 6 პ.), ჰარდევეი (19 ქ.), ლარკინი (14 ქ.), დალამბერტი (11 ქ.), კალდერონი (9 ქ. 9 პ.), პრიჯიონი (6 ქ.), ვეარი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=wc3cxC9K8j0

“გოლდენ სტეიტი” – “მინესოტა ტიმბერვულვზი” 110:97 (31:23, 27:25, 30:19, 22:30)

“გოლდენ სტეიტი”: კარი (25 ქ. 6 პ.), ტომპსონი (21 ქ. 5 მ.), ბარნსი (10 ქ.), სპეიტსი (10 ქ. 6 მ.), ლი (10 ქ. 7 მ.), იგუდალა (10 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), გრინი (4 ქ. 8 მ. 6 პ. 6 ჩ.), კუზმიჩი (4 ქ.), ბარბოსა (4 ქ.), ჰოლიდეი (2 ქ.), რაში (1 ქ.).

“მინესოტა”: იანგი (17 ქ. 6 მ.), დენიელსი (14 ქ.), ლავინი (12 ქ. 14 პ.), უიგინსი (10 ქ.), მუჰამადი (9 ქ. 9 მ.), დიენგი (8 ქ. 6 მ.), უილიამსი (6 ქ.), ბადინგერი (6 ქ.), ედრიენი (5 ქ. 6 მ.), ჰუმელი (4 ქ. 5 მ.), ბენეტი (4 ქ.), რობინსონი (2 ქ.).

https://www.youtube.com/watch?v=sYmfvZLKK8c

0.151029