ჭადრაკი

13:41 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი გრონინგენში

6 ტური ჩატარდა ჰოლანდიის ქალაქ გრონინგენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, სადაც საქართველოს ღირსებას 3 ქართველი მოჭადრაკე იცავს: შოთა აზალაძე (2499), დავით ლობჟანიძე (2433) და ალექსანდრე ებრალიძე (2128).

გასული დღეების შედეგებით, ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი აზალაძეს გააჩნია. მან 4.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-12 ადგილზეა. ლობჟანიძე 4.0 ქულით მეცხრამეტეა, ხოლო ებრალიძეს 3.0 ქულით მე-60 პოზიციაზეა.

6 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი გერმანიის სახელით მოთამაშე ალექსანდერ დონჩენკოა (2523).

0.193791