კალათბურთი

13:25 | 28.12.2014 | ნანახია 1543 - ჯერ

სანიკიძის სამქულიანი და წლის ბოლო გამარჯვება

ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა” წლის ბოლო მატჩი ვთბ-ლიგაში ჩაატარა და ვოლგოგრადში “კრასნი ოკტიაბრს” 78:69 სძლია.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 12:07 წუთი გაატარა და 3 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანიკიძემ ერთადერთხელ შეუტია და სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ყაზანელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდეს ბერძენმა კოსტას კაიმაკოღლუმ (19 ქულა, 6 მოხსნა) და რუსმა პეტრ გუბანოვმა (18 ქულა, 7 მოხსნა).

“უნიკსმა” 8 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება, ვთბ-ლიგაში მომდევნო მატჩს კი 12 იანვარს, ტალინში, “კალევთან” ჩაატარებს.

მანამდე, 7 იანვარს, სანიკიძის კლუბი ევროთასის ეგიდით, საფრანგეთში, “სტრასბურგს” გაეჯიბრება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:12 | 02.09.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

01:11 | 02.09.2016
რაჭა (10043)

აბა კი უნდა ვუქომაგო - ნახევარზე მეტი "დინამოელია"
წარმატებები

0.064752
1543