ფეხბურთი

11:55 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე როსის ამერიკის ლიგაში ელიან

იტალიური “რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი ზაფხულში შესაძლოა ოკეანის გაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავროს და კარიერა MLS ლიგაში გააგრძელოს.

“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “ძუ მგლების” ვიცე-კაპიტანი ამ ვარიანტს სერიოზულად განიხილავს, თუმცა, წყარო იქვე ირწმუნება, რომ 31 წლის ფეხბურთელი ამერიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ სეზონის ბოლის გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდება.

ცოტა ხნის წინ დე როსიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში სახლი შეიძინა და არდადეგების უმეტეს ნაწილს სწორედ იქ ატარებს.

დანიელე ორი წლის წინაც აპირებდა “რომადან” წასვლას, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან არ სურდა გუნდი იტალიის თასის ფინალში “ლაციოსთან” მარცხის შემდეგ დაეტოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109308