ლონდონის “ჩელსის” დაცვის ხაზის ლიდერი ინგლისელი ჯონ ტერი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს. ინფორმაცია “არისტოკრატთა” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა.
“ეჭვიც არ არსებობს, ის ახალ კონტრაქტს მიიღებს. ამის შესახებ მეც კარგად ვიცი და ტერიმაც. ის ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ასე რომ, ახალი კონტრაქტი მალე გაფორმდება და ეს საკითხი და მისი ფინანსური დეტალები მხოლოდ ფორმალობაა.” – განაცხადა პორტუგალიელმა.
ინგლისელ ფეხბურთელს ლონდონელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ კი ტერი “ჩელსის” რიგებში 2015/16 წლების სეზონსაც გაატარებს.
მიმდინარე სეზონში 34 წლის ტერიმ 24 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და ორჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.