მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ გუნდის მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ანჩელოტის როლი გუნდში წარმოუდგენლად დიდია. ის საოცარი მწვრთნელი და დიდებული ადამიანია. მისით ყველანი აღფრთოვანებულები ვართ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყველანი ერთად ვეცდებით, მივაღწიოთ უფრო მეტს, ვიდრე 2014 წელს.” - გადმოგვცემს რონალდუს სიტყვებს espnfc.com.
2014 წელს “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ესპანეთის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. “სამეფო კლუბმა” მხოლოდ ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი დაუთმო თანაქალაქელ “ატლეტიკოს”.







