29 წლის გერმანელი ფორვარდი ლუკას პოდოლსკი ლონდონის “არსენალიდან” სეზონის ბოლომდე, იჯარით, მილანის “ინტერში” გადადის.
Sportitalia-ს ცნობით, ექვსთვიანი არენდა მილანელებს 1-2 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ამასთან, სეზონის ბოლოს “ინტერს” გერმანელი ფეხბურთელის 6 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. სამივე სუბიექტის წარმომადგენელი შეთანხმებას ორშაბათს მოაწერს ხელს.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პოდოლსკიმ მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყველა შემთხვევაში შეცვლაზე ითამაშა და გოლი არ გაუტანია. ჯამში მისმა სათამაშო დრომ 99 წუთი შეადგინა.