ფეხბურთი

22:12 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერედივიზიონის პირველი წრის სიმბოლური

პოპულარულმა საერთაშორის გამოცემამ Goal.Com-მა ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

ჩემპიონატის პირველი ნახევრის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 4 მოთამაშე როტერდამის “ფეიენოორდიდან” მოხვდა, რომელიც ერედივიზიონში მე-3 ადგილს იკავებს.

გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს “პსვ ეინდჰოვენს” 3 მოთამაშე წარადგენს სიმბოლურში, ხოლო ამსტერდამის “აიაქსს” – 2. თითო მოთამაშეა შეყვანილი “ჰერენვენიდან” და “ვიტესიდან”.

ერედივიზიონის პირველი წრის სიმბოლური ასეთია:

მეკარე: კენეტ ვერმეერი (“ფეიენოორდი”);
მცველები: სვენ ვან ბიკი, ტერენს კონგოლო (ორივე “ფეიენოორდი”), ჯეტრო ვილემსი (პსვ);
ნახევარმცველები: იორდი კლასი (“ფეიენოორდი”), მარკო ვეინოვიჩი (“ვიტესი”), დევი კლაასენი (“აიაქსი”), ჟორჟინიო ვეინალდუმი (პსვ);
თავდამსხმელები: ლას შონე (“აიაქსი”), მემფის დეპაი (პსვ), მარკ უტი (“ჰერენვენი”).

0.113282