ფეხბურთი

20:00 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი კავანის შეძენას ეცდება

როგორც metro იტყობინება, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდის ედინსონ კავანის შეძენას აპირებს. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 50 მილიონი სტერლინგი სახელდება, რაც 14 მილიონით ნაკლებია იმ თანხაზე, რამდენიც პარიზულმა კლუბმა ფორვარდის შეძენისთვის გაიღო.

2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კავანი ნეაპოლურ კლუბს დაემშვიდობა. იმ დროიდან მოყოლებული სამხრეთამერიკელმა ლიგა 1-ის 48 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.

ედინსონ კავანი “დანუბიოს” აღზრდილია, კლუბის ძირითად გუნდში 2005-დან 2007 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი იტალიურ “პალერმოში” განაგრძო კარიერა. კავანის კარიერს გამორჩეული ეტაპი “ნაპოლის” მაისურით გატარებულ წლებს უკავშირდება, რის შემდეგაც მისი თამაში საყოველთაოდ გახდა ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115943