ფეხბურთი

18:36 | 27.12.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ჩაჩუა საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში

ლვოვის “კარპატის” საყრდენი ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა ინტერნეტპორტალ football24.ua-ის ვერსიით, უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპის ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

20 წლის ჩაჩუამ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და “კარპატის” აღზრდილია, ამ სეზონში პრემიერლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ორჯერ მან უკრაინის თასზე ითამაშა.

ჩაჩუა უკრაინის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:28 | 18.12.2024
KoRBeN DaLLaS (24842)

ეს ატლეტიკოში, ხვიჩა მანიუში !!!

0.062267