ჩოგბურთი

18:28 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაონიჩი კანადაში საუკეთესოა

მსოფლიო რეიტინგის მერვე ნომერი მილოშ რაონიჩი კანადის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. მეორე წელია 23 წლის ჩოგბურთელი აღნიშნული ჯოლდოს მფლობელი ხდება.

2014 წელს რაონიჩმა კარიერაში მე-6 ტიტული მოიგო. მილოშმა დიდი სლემის ტურნირებში პირველად გააღწია “უიმბლდონის” ნახევარფინალში და წლის შემაჯამებელ ტურნირში კანადელის დებიუტი შედგა.

წელს მსგავსი ჯილდოები, (ანუ ქვეყნის წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული) თავიანთ ქვეყნებში მიიღეს შემდეგმა ჩოგბურთელებმა: როჯერ ფედერერი (შვეიცარია), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი), გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი), სიმონა ჰალეპი (რუმინეთი), კეი ნიშიკორი (იაპონია), დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკეთი) და მარინ ჩილიჩი (ხორვატია).

0.123626