იაპონიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხავიერ აგირე გარიგებულ მატჩში მონაწილეობას უარყოფს.
მექსიკელ სპეციალისტს სპეციალური კომისიის სხდომაზე დასწრება მოუწევს, რომელიც 2011 წელს “სარაგოსა” – “ლევანტეს” მატჩში (2:1) განვითარებულ მოვლენებს იძიებს. მაშინ, “სარაგოსამ” ამ გამარჯვებით პრიმერადივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო გუნდს აგირე წვრთნიდა. ესპანეთში ეჭვობენ, რომ თამაში “ჩაწყობილი” იყო და გამოძიება მიმდინარეობს.
“ესპანურ ფეხბურთში 12 წელი გავატარე. არასოდეს გავრეულვარ ისეთ რამეში, რაც ეთიკისა და პროფესიიონალიზმის საწინააღმდეგოა” – იუწყება აგირეს სიტყვებს ფრანგული გამოცემაა L'Equipe.
სხვათა შორის, მაშინ “ლევანტეში” თბილისის “დინამოს” ყოფილი თავდამსხმელი ჩისკო თამაშობდა.