საქართველოს მოქმედმა საკალათბურთო ჩემპიონმა თბილისის “დინამომ” მიმდინარე სუპერლიგის პირველი წრე მოწინავე პოზიციაზე დაასრულა. დღეს სპორტკომპლექს არენაში ირაკლი ხოშტარიას გუნდმა შემადგენლობაშესუსტებულ “სოხუმს” 104:78 სძლია და ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი იქნება.
სოხუმელებს ერთბაშად ორი წამყვანი კალათბურთელი ირაკლი ჩლაიძე და გიორგი ჯგერენაია აკლდათ და “დინამოს” სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ჩემპიონმა დამაჯერებლად მოიგო პირველი და მეორე პერიოდები, დიდი შესვენების წინ 22-ქულიან უპირატესობას (48:26) მიაღწია, ხოლო მეორე ტაიმში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. საბოლოოდ “დინამომ” 104:78 იმარჯვა.
მოგებულთაგან საუკეთესო 25 ქულით, 7 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით ილია ლონდარიძე გახლდათ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ მას 2-ქულიანი ტყორცნების 100 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. 19 ქულა გააკეთა ბესიკ ლეჟავამ, ხოლო 18 გიორგი ვახანიას აქტივშია. სოხუმელთაგან, შედარებით უკეთ ლაშა ფარღალავა და გრიგოლ შვანგირაძე გამოიყურებოდნენ, ორივე მათგანმა თავის გუნდს 18 ქულა შესძინა.
მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია.
ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “წინა რამდენიმე შეხვედრა არც ისე სახარბიელოდ ჩავატარეთ, დღეს კი გუნდმა მობილიზება შეძლო და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე დავასრულეთ. ბიჭების საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. წესითა და რიგით დამრიგებელი ერთ მოთამაშეს არ უნდა გამოარჩევდეს, მაგრამ მაინც მსურს გამოვყო ლაშა გამყრელიძე, იგი ჭეშმარიტი პროფესიონალია როგორც მოედანზე ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ვიმედოვნებ, ბიჭები მეორე წრეში კიდევ უფრო მოუმატებენ. დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, ყველაფერი მეორე პერიოდში გადაწყდა, შემდეგ კი თავის გამოჩენის შანსი სათადარიგოთა სკამზე მსხდომებსაც მივეცი. მადლობა გულშემატკივრებს ქომაგობისთვის. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ.”
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): “ ბოლო დღეებში ტრავმების ეპიდემიამ დაგვრია ხელი, ყოველდღიურად 6 კაცი ვარჯიშობდა და სრულფასოვანი წვრთნის საშუალება არ მოგვეცა. მიმდინარე ჩემპიონატში ცუდი სტარტი გვაქვს, იმედია მეორე წრეს უკეთ ჩავატარებთ, ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში შემადგენლობის გაძლიერებას ვგეგმავთ.”
დინამო 104 - 78 სოხუმი
| დინამო | 22 | 26 | 31 | 25 | 104 | |
| სოხუმი | 14 | 12 | 30 | 22 | 78 |
"დინამო"
| წუთ | 2–ქულიანი | 3–ქულიანი | საჯარიმოები | მოხსნები | პას | ჯარ | დაკ | ჩაჭ | დაფ | ქულ | ||||||||||||
| ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | მ | ს | ჯამ | |||||||||||
| 4 | გიორგი გამყრელიძე | * | 33:36 | 6 | 11 | 54.5 | 0 | 0 | 0 | 1 | 4 | 25 | 0 | 3 | 3 | 7 | 3 | 2 | 0 | 1 | 13 | |
| 5 | თეიმურაზ თავამაიშვილი | 02:30 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 2 | 50 | 0 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | ||
| 6 | სანდრო მეგენეიშვილი | 04:44 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | ||
| 7 | ბესიკ ლეჟავა | * | 31:01 | 7 | 13 | 53.8 | 1 | 3 | 33.3 | 2 | 2 | 100 | 2 | 3 | 5 | 6 | 3 | 3 | 2 | 0 | 19 | |
| 8 | გიორგი ვახანია | 26:27 | 5 | 7 | 71.4 | 0 | 1 | 0 | 8 | 9 | 88.9 | 0 | 6 | 6 | 5 | 2 | 0 | 1 | 1 | 18 | ||
| 9 | ილია ლონდარიძე | * | 18:56 | 7 | 7 | 100 | 0 | 0 | 0 | 11 | 15 | 73.3 | 1 | 6 | 7 | 3 | 1 | 1 | 1 | 1 | 25 | |
| 11 | რევაზ დიდია | * | 23:09 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 4 | 4 | 1 | 2 | 0 | 1 | 1 | 0 | |
| 13 | რიჩარდ მათიაშვილი | 16:25 | 5 | 6 | 83.3 | 0 | 0 | 0 | 2 | 2 | 100 | 0 | 1 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 1 | 12 | ||
| 20 | გიორგი ორმოცაძე | * | 21:09 | 2 | 3 | 66.7 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 3 | 1 | 0 | 0 | 4 | |
| 24 | დავით ხიზანიშვილი | 03:19 | 0 | 0 | 0 | 1 | 1 | 100 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 | 2 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 3 | ||
| 34 | ბექა ღუდუშაური | 08:44 | 1 | 4 | 25 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 2 | ||
| 35 | ვიქტორ კოღუაშვილი | 10:00 | 2 | 5 | 40 | 0 | 0 | 0 | 3 | 6 | 50 | 4 | 4 | 8 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 7 | ||
| 0 | 4 | 4 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | ||||||||||||||
| 35 | 56 | 62.50 | 2 | 8 | 25.00 | 28 | 40 | 70.00 | 7 | 34 | 41 | 25 | 18 | 11 | 5 | 5 | 104 | |||||
"სოხუმი"
| წუთ | 2–ქულიანი | 3–ქულიანი | საჯარიმოები | მოხსნები | პას | ჯარ | დაკ | ჩაჭ | დაფ | ქულ | ||||||||||||
| ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | ჩ | ნ | % | მ | ს | ჯამ | |||||||||||
| 4 | მიხეილ ჩიტაშვილი | 21:02 | 0 | 1 | 0 | 0 | 2 | 0 | 1 | 2 | 50 | 1 | 5 | 6 | 5 | 3 | 2 | 2 | 0 | 1 | ||
| 5 | ბექა ჭიჭვეიშვილი | * | 16:14 | 1 | 1 | 100 | 0 | 0 | 0 | 3 | 3 | 100 | 2 | 2 | 4 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 5 | |
| 6 | შოთა გოლეთიანი | 03:38 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 100 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 3 | ||
| 8 | გიორგი კვეტენაძე | 18:23 | 1 | 1 | 100 | 0 | 6 | 0 | 2 | 2 | 100 | 1 | 1 | 2 | 0 | 1 | 2 | 0 | 0 | 4 | ||
| 9 | დიმიტრი დვალიშვილი | 18:25 | 2 | 4 | 50 | 0 | 3 | 0 | 3 | 4 | 75 | 1 | 2 | 3 | 2 | 2 | 1 | 0 | 0 | 7 | ||
| 11 | გრიგოლ შვანგირაძე | * | 29:40 | 5 | 10 | 50 | 2 | 8 | 25 | 2 | 2 | 100 | 0 | 1 | 1 | 0 | 5 | 0 | 1 | 0 | 18 | |
| 13 | ვატო ბააკაშვილი | * | 32:29 | 1 | 4 | 25 | 2 | 8 | 25 | 1 | 2 | 50 | 3 | 2 | 5 | 4 | 3 | 1 | 0 | 1 | 9 | |
| 14 | გიორგი რევაზაშვილი | 07:34 | 2 | 3 | 66.7 | 0 | 0 | 0 | 2 | 2 | 100 | 1 | 2 | 3 | 0 | 4 | 1 | 0 | 0 | 6 | ||
| 21 | გიორგი ფერიაშვილი | * | 19:00 | 3 | 6 | 50 | 0 | 0 | 0 | 1 | 2 | 50 | 7 | 6 | 13 | 1 | 5 | 0 | 0 | 0 | 7 | |
| 55 | ლაშა ფარღალავა | * | 33:35 | 1 | 4 | 25 | 4 | 10 | 40 | 4 | 6 | 66.7 | 1 | 2 | 3 | 5 | 3 | 10 | 1 | 0 | 18 | |
| 2 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | ||||||||||||||
| 16 | 35 | 45.71 | 9 | 38 | 23.68 | 19 | 25 | 76.00 | 19 | 23 | 42 | 17 | 29 | 17 | 5 | 1 | 78 | |||||
| 1 | დინამო | 7 | 6 / 1 | 575 / 483 | 13 |
| 2 | შსს აკადემია | 7 | 5 / 2 | 556 / 524 | 12 |
| 3 | ქუთაისი | 7 | 5 / 2 | 512 / 493 | 12 |
| 4 | რუსთავი | 6 | 4 / 2 | 505 / 452 | 10 |
| 5 | ბათუმი | 7 | 3 / 4 | 523 / 520 | 10 |
| 6 | ოლიმპი | 7 | 2 / 5 | 546 / 583 | 9 |
| 7 | სოხუმი | 7 | 1 / 6 | 528 / 620 | 8 |
| 8 | მგზავრები-არმია | 6 | 1 / 5 | 400 / 470 | 7 |







