ფეხბურთი

17:06 | 27.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ლუკას ბილიათი დაინტერესდა

არგენტინული გამოცემის IL TEMPO-ს ინფორმაციით, რომის “ლაციოსა” და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველის ლუკას ბილიას მიმართ ინტერესს საფრანგეთის ჩემპიონი “პარი სენ ჟერმენი” იჩენს. ბილიას აგენტის თქმით, მათ ფრანგული კლუბის შემოთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდებათ.

“ბილია არგენტინაში მხოლოდ ორ გუნდში, “არხენტინოს ხუნიორსში” და “ინდეპენდიენტეში” დაბრუნდება. რაც შეეხება ფრანგულ კლუბს, მასზე უარის თქმა რთული იქნება” – განაცხადა ბილიას საფეხბურთო აგენტმა.

28 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი რომში 2013 წელს გაბარგდა, მანამდე კი ბრიუსელის “ანდერლეხტის” ღირსებას იცავდა. გასულ ზაფხულს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ბილიამ მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

0.114765