მადრიდის “ატლეტიკო” დასწრებაზე მოქმედებას და “მალაგას” პერსპექტიულ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
AS-ის ცნობით, ეს ფეხბურთელი 19 წლის სამუელ კასტილეხოა, რომლის მიმართაც ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ.
ვარაუდობენ, რომ კასტილეხო “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გააფორმებს, მაგრამ მერე 1,5 წლით, 2016 წლის ზაფხულამდე განათხოვრების წესით “მალაგაში” დაბრუნდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მადრიდელებს ეს ტრანსფერი იაფი არ დაუჯდებათ, რადგან სამუელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევროა მითითებული.
პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში კასტილეხომ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის პირველ გუნდში წელს დაწინაურდა.