საფეხბურთო სუპერაგენტმა ჟორჟე მენდეშმა განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ უახლოეს პერიოდში კლუბის გამოცვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, პრესაში ჩნდებოდა ინფორმაცია პორტუგალიელის “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო დაბრუნების შესახებ.
“ის მადრიდის “რეალში” დიდი ხნით დარჩება. საქმე ისაა, რომ ამ კლუბთან ჯერაც დაგვრჩა დაუმთავრებელი საქმეები. კრიშტიანუ რონალდუმ “სამეფო კლუბში” ტრანსფორმაცია ხუთი-ექვსი წლის წინ დაიწყო და თავიდან ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ახლაა. ვფიქრობ, “რეალს” თავისუფლად შეუძლია 7-ნომრიანი მაისური რონალდუს სახელს სამუდამოდ დაუკავშიროს. რაულისა და დი სტეფანოსადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი რონალდუს ვერ შეედრებიან” - განუცხადა მენდეშმა Globo Esporte-ს.







