საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ზამთრის არდადაგებია. გუნდები მეორე წრისთვის აქტიურად ემზადებიან, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ბევრი კლუბი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებას ვერ ახერხებს. ამგვარი სიტუაციაა ფოთის “კოლხეთშიც”. როგორც გუნდის პრესამსახურიდან შევიტყვეთ, კლუბი უკვე დატოვა ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა, დათა სიჭინავამ და ლუკა გუგუჩიამ.
სიჭინავა ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს კარიერას, გუგუჩია კი სავარაუდოდ “ზუგდიდში” ითამაშებს.
ხვალ 13:00 საათზე ფოთის “კოლხეთის” გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია და გუნდის მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი პრესკონფერენციას ჩაატარებენ, რომელზეც დეტალურად გახდება ცნობილი თუ რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე გუნდში.