ფეხბურთი

17:50 | 26.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს “ინტერის” პრეზიდენტი: “ცხადაძის წასვლა არ მსურდა”

ბაქოს “ინტერის” პრეზიდენტმა გიორგი ნიკოლოვმა ინტერნეტპორტალ azerisport.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კახა ცხადაძეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მისი წასვლა არ სურდა.

- როგორ აღიქვით სიახლე, რომ თქვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ამიერიდან საქართველოს ნაკრებსაც უხელმძღვანელებს?

- ეს სიახლე საქართველოს ნაკრებისთვის სასიამოვნოა და ცხადაძეს ამ გუნდში წარმატებას ვუსურვებთ. ის “ინტერის” საპატიო პრეზიდენტ ჯაჰანგირ გაჯიევს ესაუბრა და ორი პოსტის შეთავსებაზე დასტური მიიღო. თუმცა, ეს სიახლე ჩვენი კლუბისთვის არც თუ კარგია. კახაბერი ჩვენს კლუბში დიდი ხანი მუშაობდა და მას მივეჩვიეთ. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით გუნდი კარგ შედეგს აჩვენებდა. მისი წასვლა არ მსურდა.

- საფეხბურთო სეზონის დასრულების მერე ცხადაძე “ინტერს” დატოვებს. ე.ი. ახალი მწვრთნელი უნდა მოძებნოთ?

- ამის შესახებ საუბარი რთულია. ჩვეულებისამებრ, ზამთრის შესვენების დროს კლუბები ახალ ფეხბურთელებს ეძებდნენ, ჩვენ კი, მთავარი მწვრთნელი უნდა მოვძებნოთ. ღირსეული სპეციალისტი უნდა ვიპოვოთ. მართალია, კახაბერი ივნისში წავა, მაგრამ ახალი თავკაცის ძებნა ხვალიდან უნდა დავიწყოთ. კარგი მწვრთნელის მოძებნა ხომ რთულია.

0.125138