ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია უეფა 2015 წლის 24 მარტს ვენაში გასამართ კონკრესზე პრეზიდენტის არჩევნებს ჩაატარებს. ამ ეტაპისთვის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი მიშელ პლატინი გახლავთ.
პლატინის შანსი ეძლევა უეფას პრეზიდენტი ზედიზედ მესამედ გახდეს. პირველად ფრანგი ევროპის ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას სათავეში 2007 წელს ჩაუდგა. პლატინიმ მაშინ ლენარტ იოჰანსონი დაამარცხა.
მეორედ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა უეფას საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წელს მოიგო, მიშელმა 53 ხმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაემატება 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატთა სიას. პრეზიდენტობის მსურველებმა საკუთარი პოზიცია 24 იანვრამდე უნდა დააფიქსირონ და უეფაში დარეგისტრირდნენ.