ფეხბურთი

14:29 | 26.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურდისო “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნებას ფიქრობს

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლას ბურდისო მშობლიურ კლუბ “ბოკა ხუნიორსში დაბრუნებაზე ფიქრობს. მცველს “ჯენოასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

“არგენტინაში დაბრუნებაზე ვფიქრობ. ჯერჯერობით რაიმეს თქმა გადაჭრით ნაადრევია, ივნისში მოლაპარაკების დროც დადგება და ვნახოთ რა მოხდება.” – განაცხადა ბურდისომ.

ბურდისომ საფეხბურთო კარიერა 1999 წელს “ბოკა ხუნიორსში დაიწყო. 2004 წელს მილანის “ინტერმა” ფეხბურთელის ტრანსფერი 3.5 მილიონ ევროდ განახორციელა. 2009/10 წლების სეზონში არგენტინელი “რომაში” გახლდათ განათხოვრებული, სადაც საბოლოოდ “ნერაძურიმ” 2010 წელს 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა.

2014 წლის იანვარში “მგლებმა” მცველი “ჯენოაში” უსასყიდლოდ გაუშვეს. მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელმა 13 შეხვედრა ჩაატარა და პირად აქტივს ერთი საგოლე გადაცემა შემატა.

0.116106