თბილისის “ვიტ ჯორჯია”, რომელსაც ზურაბ ბერიძე წვრთნის, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადებას 26 დეკემბრიდან დაიწყებს. თბილისელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ხუთშაბათს კლუბის ოფისში “ვეტერინართა” ხელმძღვანელობა, მწვრთნელები და ფეხბურთელები შეიკრიბნენ. შედეგად, გაირკვა იმ მოთამაშეების ვინაობა, რომლებიც სეზონის განახლებისთვის მოემზადებიან და ასევე, ამხანაგური მატჩები დაიგეგმა.
26 დეკემბრიდან მზადებას შემდეგი ფეხბურთელები შეუდგებიან:
მეკარეები: ჯონი შეროზია, დანტე ჩალიგავა, ლევან ისერგიშვილი
მცველები: ბექა ასკილაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ვაჟა მერაბიშვილი, გიორგი კალანდია, ლევან საბაძე, რევაზ ჩიტიშვილი, ბესო მურუსიძე, გოგა დანელია, გიორგი გიორგაძე, ლუკა თათხაშვილი
ნახევარმცველები: ბადრი დემეტრაშვილი, ნიკოლოზ მაისურაძე, ვანო კურდღელაშვილი, ირაკლი ღიბრაძე, ვალიკო გახარია, შოთა დავლაშელიძე, ერეკლე ლებანიძე
თავდამსხმელები: ერეკლე ხვისტანი, ელგუჯა ლობჯანიძე, ნიკოლოზ დადიანი, ლევან კუხალეიშვილი, მათე კვირკვია, კახა კახაბრიშვილი
17.01.2015 – “ვიტ ჯორჯია” – “მარკ სტარსი” (თბილისი, მეორე ლიგა)
20.01.2015 – “ვიტ ჯორჯია” – “დილა” (გორი)
25.01.2015 – “ვიტ ჯორჯია” – “დინამო” (თბილისი)
28.01.2015 – “ვიტ ჯორჯია” – “სიონი” (ბოლნისი)
31.01.2015 – “ვიტ ჯორჯია” – “ლიახვი” (ცხინვალი, მეორე ლიგა)
06.02.2015 - სარეზერვო დღე (მიმდინარეობს მოლაპარაკება სპარინგ პარტნიორთან)
12.02.2015 – “ვიტ ჯორჯია” – “ჩიხურა” (საჩხერე)
“ვიტ ჯორჯიას” მეორე შემადგენლობისთვის და გასინჯვაზე მყოფი მოთამაშეებისთვის 4 სპარინგი გაიმართება. ამის შემდეგ გაირკვევა იმ ახალგაზრდა მოთამაშეების ვინაობა, რომლებიც პირველ გუნდში დარჩებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
21 გოლი გაგეტანოს გიო მაგ იჯარის პერიოდში
უფასო ქლაუდ მაინინგი
0?'>https://elios.ltd/partner/raulito88':'>https://elios.ltd/partner/raulito88'))