ფეხბურთი

12:36 | 26.12.2014 | ნანახია 5933 - ჯერ

“ბენდელას თასზე” ფინალისტები გაირკვნენ

ხუთშაბათს, 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის “ბენდელას თასის” ფინალისტების ვინაობა გაირკვა. პირველ ნახევარფინალში “საბურთალო-1” “საბურთალო-2”-თან პენალტების სერიაში დამარცხდა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, 7 მეტრიანი დარტყმები უკეთ დავით ბერაძის შეგირდებმა შეასრულეს და ფინალში ითამაშებენ.

“საბურთალო-2” “დინამოს აკადემიას” დაუპირისპირდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში “რუსთავი-2003”-ს 4:0 აჯობა.

26 დეკემბერს ფინალი 17:30 საათზე გაიმართება, ხოლო 16:30 საათზე მე-3 ადგილისთვის მატჩი ჩატარდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:20 | 17.03.2014
kuta-isi (121)

მაგარი ხარ რიჩო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064197
5933