ფეხბურთი

11:30 | 26.12.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ლამპარდი “სიტიში” დარჩება

“ნიუ იორკ სიტიდან” “მანჩესტერ სიტიში” განათხოვრებულ ფრენკ ლამპარდს იჯარის ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, ინგლისელი იჯარის გაგრძელებას დათანხმდა და მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს ნახევარმცველი კვლავ “ქალაქელთა” რიგებში ჩაატარებს.

36 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება მანჩესტერული გრანდის თავკაც მანუელ პელეგრინისაც სურდა და როგორც ჩანს ამერიკულ კლუბთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

მიმდინარე სეზონში ლამპარდმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მოედანზე ფრენკი საშუალოდ 36 წუთს ატარებს და ამის გათვალისწინებით იგი მაინც შედეგიანად ასპარეზობს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:53 | 07.09.2014
a.senna-guardiola (5607)

გაუდინო?

10:45 | 07.09.2014
costa (939)

სინან კურტიც შეიძლება ყოფილიყო ამ სიაში

09:27 | 07.09.2014
arturi-baierni (24493)

ბევრი აკლია ამ სიას ვინც შეიძლება ამათზე მეტი გააკეთონ მე პირადად ბრანტი ყველაზე იმედის მომცემ gერმანელად ვთვლი

03:28 | 07.09.2014
mushni (93569)

კიოლნის მეკარე სასწაულია..და ვერდერის ახმახი ფორვარდი

00:46 | 07.09.2014
khedira (426)

max maiers tavi daanebe, brandti leverkuzenidan yvela zemochamotclilze perspeqtiulia

21:54 | 06.09.2014
Linkin Park (302)

მაქს მაიერი მოტეხეთ საქმიდან თუ რა ბაზარია?

03:27 | 07.09.2014
mushni (93569)

ქრთამი აქ აგეღებული ადმინს))))

0.065481