კალათბურთი

23:54 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა” ზედიზედ მეორედ წააგო

ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდს” ვთბ-ლიგაში ზედიზედ 10 მატჩი ჰქონდა მოგებული, რასაც მიჯრით 2 მარცხი მიაყოლა და პირველი ადგილიდან მესამეზე დაქვეითდა.

ნოვგოროდელები “ზენიტს” ესტუმრნენ და პირველი ტაიმის შემდეგ მხოლოდ ქულას აგებდნენ, საბოლოოდ კი, 60:80 განადგურდნენ. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 12:06 წუთში 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.

ფაცაციამ 3 სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა. ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმართა რიგებში ამერიკელი კალათბურთელები ტრეი ტომპკინსი და ტერენს კინსი გამოირჩნენ, რომელთაც შესაბამისად, 20 და 18 ქულა მოაგროვეს.

“ნიჟნი ნოვგოროდი” მომდევნო მატჩს 5 იანვარს კრასნოიარსკის “ენისეისთან” ჩაატარებს, 26 დეკემბერს კი, ვიქტორ სანიკიძის “უნიკსი” “კრასნი ოკტიაბრს” ესტუმრება.

0.788838