ფეხბურთი

18:14 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია

საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ეროვნული ნაკრების და ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია დაასახელეს. საქართველოს საუკეთესო ლეგიონერის წოდებაც კვირკველიამ მიიღო.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე თბილისის “დინამოს” ყოფილი ფორვარდი ესპანელი ჩისკო გახდა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება თბილისის “დინამოს” შემტევმა ნახევარცველმა გიორგი პაპუნაშვილმა მიიღო.

ყოველივე ცნობილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ 2014 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გაირკვა. გამოკითხვა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებს შორის ჩატარდა. ასევე მასში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები მონაწილეობდნენ.

0.134719