ფეხბურთი

15:59 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი: “ჩემი მიზანია გერმანიაში ჩემპიონთა ლიგა მოვიგო”

მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ნაკრების მეკარემ მანუელ ნოიერმა, განაცხადა, რომ მას ძალიან უნდა 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება, რომელიც ბერლინში “ოლიმპიაშტადიონზე” გაიმართება.

“2013 წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვიმარჯვეთ, წლით ადრე კი, მიუნხენში ვერ მოვიგეთ. ახლა გვაქვს შანსი ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირი, ჩვენს ქვეყანაში მოვიგოთ. ჩემი მიზანია გერმანიაში ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიპოვო”, - ნოიერის სიტყვებს გერმანული გამოცემა Süddeutschen Zeitung ციტირებს.

2012 წელს მიუნჰენში “ბაიერნმა” “ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალი პენალტების სერიით წააგო.

0.135512