ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა გასულ ნოემბრის ბაშოზე 15-დან 11 შერკინება მოიგო და მებრძოლის სულის გამოვლინებისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი – კანტო-შოც დაიმსახურა, რაც განახლებულ რეიტინგში (ბანძუკე) მისი დაწინაურების საფუძველი გახდა.
იანვრის სუპერტურნირის წინ გამოქვეყნებულ ბანძუკეში ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდება დასავლეთის პირველი მაეგაშირას ტიტულზე გაცვალა, ამდენად სანიაკუმდე (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) სულ მცირეღა რჩება.
ქართველი გოლიათის წინ სულ რჩეული მებრძოლები იმყოფებიან. იოკოძუნას სტატუსს ინარჩუნებენ ჰაკუჰო, კაკურიუ და ჰარუმაფუჯი, ოძეკებად რჩებიან კისენოსატო, კოტოშოგიკუ და გიოეიდო, კვლავაც სეკივაკეები იქნებიან აოიამა და იჩინოჯო, ხოლო კომუსუბის რანგში დოჰიოზე ტაკაიასუ და ტოჩიოძანი გავლენ.
წინსვლა განიცადა რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმაც. გაგამარუმ გასულ ბაშოზე დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დასკვნით დღეს დაიბევა და დასავლეთის მე-5 ნომრის სტატუსი დასავლეთისვე მე-2 ნომრობაზე გაცვალა.
სავარაუდოა, რომ კიდევ ერთი წარმატებული ტურნირის შემთხვევაში, ჯუღელი ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს დაუბრუნდება. აქვე ვთქვათ, რომ მომდევნო სუპერტურნირი – ჰაცუ ბაშო 11-25 იანვარს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” შედგება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შემდეგ ტურნირზე დადებითი ბალანსის მიღწევის შემთხვევაში ავტომატურად სანიაკუში აინაცვლებს? თუ როგორ ხდება ეს ამბავი?
ძალიან კარგია ტოჩის ასეთი წინ სვლა იმედია ამ ტურნირსაც წამრატებით დაასრულებს, ხო რაც შეეხება იოკოძუნას ტიტულის შენარჩუნებას, იოკოძუნას ტიტულის მინიჭება ერთხელ ხდება და მისი ჩამორთმევა არ შეიძლება. ასე რომ კაკურიუც ჰამურაც და ჰაკუჰოც ბაშოზე ცუდად რო გამოვიდნენ ისინი იიოკოძინას ტიტულს არ დაკარგავენ.
ნუ თU გადააბა ცუდი ბაშოები იოკოძუნამ შეიძლება დაამთავრებიონ კარიერა საერთოდ.
მოსალოდნელი იყო.... თუმცა დასავლეთის მ1 თუა ესე იგი ტოჩიოძანის და ტაკაიასუს გარდა კიდე ერთი დაუყენებიათ ლევანზე წინ, აღმოსავლეთის მ1 ვინაა?
ტაკარაფუჯი ჩაუსვიათ
Kარგია მაგრამ ბოლო ორთაბრძოლა რო მოეგო გაერეოდა ბობოლებში
აბა შენ იცი ტოჩი, იმედია მალევე გიხილავთ სანიაკუში.
გაგას კი ვუსურვებ უკვე მარტში დაბრუნებოდეს მაკუუჩის.
ეეჰ, იმედი მქონდა რომ ტოჩის უკვე შეიყვანდნენ სანიაკუში მაგრამ ცოტა "იჟმოტეს" იაპონელებმა. ნამდვილად იმ ბოლო ბრძოლის წაგებამ გააფუჭა საქმე. ის რომ მოეგო ტოჩის, მაშინ ეგ იქნებოდა კომუსუბი და არა ტაკაიასუ. არა უშავს, მაინც კარგია და ტოჩის ვუსურვებ რომ 2015 წელი უფრო წარმატებული ჰქონოდეს ვიდრე მიმავალი 2014 წელი
თან სად მე8 მაეგაშირას 11 4 ზე და სად მე3 ს 10 5 ზე. ლევანი არ მიწყენს იმედია და ზუსტად ის მოხდა მე რასაც ველოდი და რაც ობიექტურად უნდა მომხდარიყო
ჯერ ერთი იაპონელია ტაკაიასუ და მეორეც ერთი ორი იოკოძუნა დააგდო და ამ ორიდან ერთი ჰაკუჰო იყო და მგონი იმსახურებდა ხო?
13-2ზე ნაღდად შევიდოდა მარა 11-4ზე ნამდვილად არ გამოდიოდა.